leaderboard_below_slide
left_sabechdi

შვეიცარია ერაყში საელჩოს გახსნის

შვეიცარიამ, 1991 წლის შემდეგ პირველად, ერაყში საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას შვეიცარიის ფედერალური საბჭო ავრცელებს.

შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა დეპარტამენტმა ერაყში დიპლომატიური მისიის მუშაობის განახლება უსაფრთხოების ვითარების გაუმჯობესებით და ქვეყნის ეკონომიკური ზრდით ახსნა.

გარდა ამისა, შვეიცარიის მთავრობა აღნიშნავს, რომ 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის ევროპულ ქვეყნებს, ერაყში საელჩოები აქვთ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საელჩო, უპირველეს ყოვლისა, პასუხისმგებელი იქნება პოლიტიკურ და დიპლომატიურ ამოცანებზე, ხოლო საკონსულო საკითხებს და ვიზის მოთხოვნებს დიპლომატიური მისია იორდანიის დედაქალაქ ამანში განიხილავს.

შვეიცარიის საელჩო ერაყში 1991 წელს, ერაყის ქუვეითში შეჭრის შემდეგ დაიხურა.

ასევე იხილეთ