პოლტავაში, სასწავლო დაწესებულებასა და საავადმყოფოზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა
უკრაინის ქალაქ პოლტავაში, სასწავლო დაწესებულებასა და საავადმყოფოზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 47-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
„უკვე ცნობილია, რომ 47 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 206 – დაჭრილია. რუსეთი გვართმევს ყველაზე ძვირფასს – სიცოცხლეს. ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ“, – განაცხადა უკრაინის პირველმა ლედიმ.
რუსმა სამხედროებმა პოლტავაში მდებარე ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებას ორი ბალისტიკური რაკეტა ესროლეს.