დავით ქართველიშვილი ვიოლა ფონ კრამონზე: ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა. მერე სალომესაც უთხრეს „ვინუჟდენში“ და მანაც შეიწყალა
„ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა. მერე სალომესაც უთხრეს „ვინუჟდენში“” და მანაც შეიწყალა“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, გამოცემა „Politico“-ს ინფორმაციას ვიოლა ფონ კრამონისა და „ეფესბეს“ გავლენის აგენტის შეხვედრის შესახებ.
ქართველიშვილის თქმით, ის, რაც სხვებისთვის „სკანდალის“ თემასთან არის გაიგივებული, ვიოლასნაირებისთვის – „მადლი“ და ბალზამია და ასეც იქნება ამჯერადაც.
„ამ ქალის გადამკიდე, მისი სახელის მატარებელ გამდნარ ყველზე ვთქვი უარი და (მაინც „რუსეთუმე“ ვარ), ნაცად „Дружба“-ს დავუბრუნდი. ეს ის მაღალი თავმოყვარეობის მქონე ქალბატონია, სააკაშვილი მას შემდეგ უფრო რომ შეუყვარდა, რაც მან ფონ კრამონს „იდიოტი“ უწოდა. ალბათ იმ რუსული ანდაზის ლოგიკიდან გამომდინარე: „მცემს, ესე იგი ვუყვარვარ“. ეს ის ვიოლაა, გასული წლის მარტში გვარამიას შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილზე ადრე რომ იცოდა. მერე სალომესაც უთხრეს „ვინუჟდენში“ და მანაც შეიწყალა. ოღონდ, რაც სხვებისთვის „სკანდალის“ თემასთან არის გაიგივებული, ვიოლასნაირებისთვის – „მადლი“ და ბალზამია. ასეც იქნება ამჯერადაც, დარწმუნებული ვარ. ვაშინგტონის ავტორიტეტული, თუმცა ალბათ „რუსული“ გამოცემა Politico-ს ინფორმაციით (დასავლურ დაზვერვაზე დაყრდნობით), 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე, ვინმე ნოვიცა ანტიჩი – რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური „გავლენის აგენტი“, ბრიუსელში შეხვდა სამ ევროპარლამენტარს: გერმანელ ვიოლა ფონ კრამონს („მწვანეები“), იტალიელ ალესანდრა მორეტის („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკ ვლადიმირ ბილჩიკს („ევროპის სახალხო პარტია“). “დიდი ალბათობით” – მისი შერცხვენის, დამცირების, ნამუსზე აგდებისა და აქეთ – გადმობირების მიზნით…“ – წერს დავით ქართველიშვილი.