გელა ზედელაშვილი: ვუყურებ ამ ტიპს და ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ფულის მომატება ჭკუის მომატებას არ ნიშნავს
„ვუყურებ ამ ტიპს და ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ფულის მომატება ჭკუის მომატებას არ ნიშნავს, პირიქით, ზოგს ფული რომ ემატება, ჭკუა აკლდება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი წერს.
„ბიჯოოოო, ეს როგორი აბუეტი ჰყავს თავის პატრონს!
ესე იგი, ამის მტკიცებით, ის 450-მდე ენჯეო, რომელიც უცხოური გავლენის ამბავში დარეგისტრირდა, ყველა წარმოადგენს „ქართული ოცნების” აგენტურას.
მაშინ რა გამოდის?
თუ დარეგისტრირებული „ოცნების” აგენტურაა, დაურეგისტრირებელი ე.წ. ოპოზიციის აგენტურა არ არი?!
თუ დარეგისტრირებულებს უნდა ვუწოდოთ აგენტები, მაშინ დაურეგისტრირებლებსაც არ უნდა ვუწოდოთ აგენტები?!
მეტიც!
ანუ „ქართულმა ოცნებამ” თავისი აგენტურა გაშიფრა და ე.წ. ოპოზიციამ თავისი აგენტურა არ გაშიფრა?
ანუ აქეთ მხარეს აგენტურაა და იქით მხარეს აგენტურა არ არი?
იქით მხარეს სუ მშვიდობის მტრედები დაფრინავენ?
ვაააახ, კაცოოოო!
ვუყურებ ამ ტიპს და ყოველდღიურად ვრწმუნდები, რომ ფულის მომატება ჭკუის მომატებას არ ნიშნავს, პირიქით, ზოგს ფული რომ ემატება, ჭკუა აკლდება”, – წერს გელა ზედელაშვილი.