ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილის ბრინჯაოს მედალს თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„არის! მორიგი მედალი პარიზის პარალიმპიური თამაშებიდან – ეტლით მოფარიკავე ნინო თიბილაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ვულოცავ ნინოს და საქართველოს პარალიმპიურ გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!“ – წერს იგი.
საქართველომ პარალიმპიადაზე მესამე მედალი მოიპოვა, ქართველი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი პარიზის პარალიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორია.