leaderboard_below_slide
left_sabechdi

ბუდუ ზივზივაძე: ჩეხებთან პირველი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია

ერთა ლიგის ახალი გათამაშებისთვის მზადებასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში არსებული განწყობის შესახებ კომენტარი „ჯვაროსნებისა“ და „კარლსრუეს“ თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა:

„ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად შევიკრიბეთ და როგორც ყოველთვის, ნაკრებში ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა. ყველა შესანიშნავ ხასიათზეა და, რაც მთავარია, ჯანმრთელადაა. ვემზადებით ერთა ლიგის ახალი სეზონისთვის, რომელსაც 7 სექტემბერს, ჩეხეთთან თამაშით ვიწყებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი საშინაო თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება. საკუთარი გულშემატკივრის წინაშე ვთამაშობთ, ყველანაირად ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ გავახაროთ“.

საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს, 10 სექტემბერს კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ასევე იხილეთ