საერთაშორისო სავალუტო გადარიცხვებისგან განსხვავებით, თანხების სწრაფად მიღება საერთაშორისო სწრაფი ფულადი გზავნილით არის შესაძლებელი.
დღეს, ფულადი გზავნილების არაერთი სისტემა გამოიყენება. გზავნილის განხორციელებისას, თითოეულ გზავნილს ენიჭება უნიკალური ნომერი – კოდი, რომლითაც ხდება მისი იდენტიფიცირება.
ფულადი გზავნილებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, უამრავი ადამიანი სარგებლობს. ფულადი გზავნილი საშუალებას გაძლევს, მესამე პირს გადაურიცხო თანხა იმ შემთხვევაშიც, თუ არ იცი მიმღების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტი ან ოპერაციის შესრულება ანგარიშის გაუხსნელად გსურს.
ამ ტიპის გზავნილებს, როგორც წესი, აქვს მომსახურების საკომისიო, რომელსაც იხდის თანხის გამგზავნი.
საქართველოში ფულადი გზავნილების მიღება შეგიძლია როგორც ბანკებში, ისე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსა თუ სხვა ფინანსურ დაწესებულებებში.
რა უნდა გაითვალისწინო ფულადი გზავნილის მისაღებად
- დააზუსტე, არის თუ არა ფულადი გზავნილის სისტემა იმ ქვეყანაში ან ქალაქში, სადაც თანხის გაგზავნას აპირებ.
- გზავნილის განხორციელებისას მიუთითე, რამდენად სწრაფად გსურს თანხის მიწოდება.
- ფულის მიღებისას, იდენტიფიკაციისთვის, გჭირდება საიდენტიფიკაციო დოკუმენტი და გზავნილის კოდი. ეს კოდი კონფიდენციალურია და მხოლოდ გამგზავნმა და მიმღებმა პირმა უნდა იცოდეს.
- მნიშვნელოვანია დაიცვა უსაფრთხოების წესები. ონლაინ მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, ტრანზაქცია უნდა განხორციელდეს დაცული გვერდებიდან.
თუ სწრაფი ფულადი გზავნილები შენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია, მაშინ ნუ დაკარგავ დროს უკეთესი პირობების ძიებაში, აირჩიე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ის მომსახურება.
MBC ფულადი გზავნილების მრავალფეროვან არჩევანს გთავაზობს
MBC-ის საშუალებით, ფულადი გზავნილების მიღება და გაგზავნა საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეგიძლია. მომსახურება ყველაზე სწრაფი და კომფორტულია. ფულადი გზავნილების განხორციელება შესაძლებელია შენთვის სასურველ ვალუტებში: ლარში, აშშ დოლარში, ევროსა და რუბლში.
რატომ უნდა ისარგებლო ფულადი გზავნილებით ემბისიში?
- მიიღებ ან გადარიცხავ თანხას მომენტალურად
- არ მოგიწევს დამღლელ რიგებში დგომა და დიდხანს დაყოვნება
- მომსახურების მიღებას შეძლებ მარტივად, ანგარიშის გაუხსნელად
ფულადი გზავნილების სისტემების საშუალებით, თანხის გაგზავნას შეძლებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
თუ თანხის გაგზავნას აპირებ, ამ შემთხვევაში, გზავნილებისთვის მხოლოდ გაგზავნის საკომისიოს გადახდა მოგიწევს, რასაც გადაიხდი თანხის გადარიცხვისას, ხოლო მისი განაღდება – სრულიად უფასოა. ტარიფი განისაზღვრება გზავნილის სისტემის, მიმართულების, გასაგზავნი თანხის რაოდენობის და ვალუტის მიხედვით.
გზავნილის გასანაღდებლად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, MBC არ ითხოვს ანგარიშის გახსნას.
ფულადი გზავნილების სისტემების მომსახურებით რომ ისარგებლო, ამისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ემბისი მინიმალურ დოკუმენტაციას მოითხოვს:
- საიდენტიფიკაციო დოკუმენტი
- გზავნილის კოდი
იმისთვის, რომ გზავნილი მომენტალურად მიიღო ნებისმიერი ქვეყნიდან, უნდა მოძებნო შენს საცხოვრებელ მისამართთან ყველაზე ახლოს მდებარე MBC-ის ფილიალი.