leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: თუ საჯარო მოსამსახურე არის ამავდროულად ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა

ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიებაზე საჯარო მოხელეების მიყვანასთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პრემიერმა აღნიშნა, რომ ტყუილია ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს „ქართულ ოცნებას“ საჯარო მოსამსახურეები აქციებზე ორგანიზებულად მიჰყავს.

„ეს არის სამარცხვინო ტყუილები, რასაც თქვენ ავრცელებთ. არავინ არ მიგვყავს ჩვენ. თუ საჯარო მოსამსახურე არის ამავდროულად ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში ისიც მიდის აქციაზე. ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ესეც აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა.

არავის სჭირდება იქ საჯარო მოსამსახურეების მობილიზება, იმიტომ რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში არის დაახლოებით ათჯერ ნაკლები მაინც, ვიდრე აქციაზე მისული ხალხის რიცხვი. ხომ ხედავთ რამხელა ტყუილს ამბობთ?”, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

ასევე იხილეთ