leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს უნდა ვუთხრათ, რომ ერთმანეთი შერიგებით, მშვიდობით უნდა დავიბრუნოთ. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე თუ გვიან ვერავინ ჩაერევა და ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში

“მოდით ასეთ თემებზე შეფასებებში ცოტა ფრთხილები ვიყოთ და ვთქვათ მხოლოდ ის, რომ საქართველო არის მოწოდებული, რომ არსებობდეს უმყარესი გარანტია, რომ შერიგება არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ”, – ასე უპასუხა მამუკა მდინარაძემ კითხვას რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის დაფინანსების ნაწილის შეჩერების შესახებ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ყურადღება ოკუპაციის მშვიდობიანი გზით დასრულების აუცილებლობაზე გაამახვილა.

„ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს ყოველთვის უმთავრესი და სახელმწიფო დონეზე ატანილი გარანტიით უნდა ვუთხრათ, რომ ჩვენ ერთმანეთი უნდა დავიბრუნოთ შერიგებით, მშვიდობით. ამ გზას ქვეყანამ არასოდეს უნდა გადაუხვიოს. ეს არის დეოკუპაციის ერთადერთი გზა, რომელშიც ადრე თუ გვიან ვერავინ ჩაერევა და ჩვენ ვიცხოვრებთ ერთიან ქვეყანაში“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ