მარტვილის მუნიციპალიტეტში, თამაკონის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ თარგამეულში, საავტომობილო გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან კობა დარჯანიასთან ერთად დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში საავტომობილო გზა რეაბილიტირდება ასფალტო ბეტონის საფარით, ასევე მოეწყობა რკინაბეტონის კიუვეტები, ლითონის მილები ბეტონის სათავისებით და ეზოებში შესასვლელები. პროექტი გარდამავალია და სამუშაოები ეტაპობრივად განხორციელდება.
პროექტის ღირებულება 2 437 138 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს სს „არქეოპოლისი“ ახორციელებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე აქამდე გზა ასფალტირებული არ ყოფილა. მასზე გადაადგილება შეფერხებული იყო. პროექტის დასრულების შემდეგ რეაბილიტირებულ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული იქნება.
თამაკონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.