leaderboard_below_slide
left_sabechdi

მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაცილებით გამკაცრებულია და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანის ფაქტორი ყველა ჩვენგანის ფაქტორზე გაცილებით მეტია, რადგან მთავარი გარანტი მართლა ეს ადამიანია

“როდესაც უკვე კონკრეტული მტკიცებულებები შედის საგამოძიებო ორგანოებში. ამ შემთხვევაში იწყება გამოძიება და კიდევ უფრო სერიოზულ ეტაპზე როდესაც გადადის, დანაშაულის ნიშნები თავისი მტკიცებულებებით და ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც შეიძლება უკვე ფურცელზე გადატანილი იყოს ამის საშუალება როდესაც არის, მასზე იწყება გამოძიება”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ამ შემთხვევასთან გვაქვს უკვე საქმე, როდესაც ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმაზეა საუბარი და აქ მიდის დეტალური გამოძიება არაერთი ადამიანი გამიკითხა და შემთხვევითი არ ყოფილა არც ერთი მათგანის გამოკითხვა. რაღაც პირთა წრე იყო, რომელთან დაკავშირებითაც ზოგი მოწმედ უნდა ყოფილიყო გამოკითხული, ზოგთან დაკავშირებით შეიძლება რაღაც ეჭვები არსებობს და ასევე მოწმედ დაიკითხა. ეს მათი საქმეა და დეტალები არც კი ვიცი.

აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები გაცილებით გამკაცრებულია და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანის ფაქტორი ყველა ჩვენგანის ფაქტორზე გაცილებით მეტია, რადგან მთავარი გარანტი მართლა ეს ადამიანია. მთავარი სამიზნეც ისაა „გლობალური ომის პარტიის“ და მათი აგენტურის და ბუნებრივია, რომ ამ ადამიანთან დაკავშირებით არის განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები მიღებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ასევე იხილეთ