leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ზარქუა: ბიძინა ივანიშვილი არის სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების სიმბოლო, შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან

“ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან”, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბარში.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელძღვანელის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის საყრდენი და სიმბოლო სააკაშვილის ტირანიაზე გამარჯვების. შესაბამისად, ნომერ პირველი სამიზნე ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ლიდერები არიან. იცით, რომ ევროკომისარის მხრიდან დამუქრებაც იყო. საქმეა აღძრული, რომ შეიძლება რაღაც პროვოკაცია მოაწყონ ან დაკვეთა შეასრულონ „ნაცმოძრაობის“ იმ ზონდერებმა და მკვლელებმა, რომლებიც მიმოფანტული არიან მთელ მსოფლიოში. სიტუაციას ვაზღვევთ“, – აღნიშნა ზარქუამ.

 

ასევე იხილეთ