leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე ტყვიის სროლაში ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველომ პარალიმპიადაზე მეოთხე მედალი მოიპოვა.

ქართველმა პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს ამ დროისთვის ოთხი მედალი აქვს – ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ბრინჯაოს მედლები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა და 19 წლის პარატაეკვონდოისტმა ანა ჯაფარიძემ მოიპოვეს.

ასევე იხილეთ