ლაშა კირვალიძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე: გორს თავისთავზე აქვს გამოვლილი, თუ რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს მშვიდობა
„გორი არის განსაკუთრებული ქალაქი, იმიტომ, რომ სულ რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს საოკუპაციო ხაზთან და თავისთავზე აქვს ამ ქალაქს გამოვლილი, თუ რას ნიშნავს ომი, რას ნიშნავს მშვიდობა”, – განუცხადა „ქრონიკას“ „თეატრალური კვარტეტის“ წევრმა ლაშა კირვალიძემ გორში მიმდინარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე.
„დარწმუნებული ვარ, სწორი გათვლებით, ჭკვიანი გონებით, დავიბრუნებთ აუცილებლად დაკარგულ ტერიტორიებს და საქართველო აუცილებლად გამთლიანდება, გაერთიანდება“, – აღნიშნა მან.
მუსიკოსები „ქართული ოცნების” მხარდასაჭერად – საქართველოს რეგიონებში მმართველი პარტიის მხარდამჭერი ღონისძიებები გრძელდება.