ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„აი, თურმე, რაში ყოფილა საქმე!
ი, თურმე, რანაირად ითვლიან პროცენტებს!
ესე იგიო, იძახის ჭიჭე ვაშ(ლ)აძე, კობახიძე გამოვიდეს ჩემთან ერთად ქუჩაში და ვნახავთ, ვის მეტი ადამიანი ჩამოართმევს ხელსო.
მაგარი გათვლაა!
თუ 100-დან 80 ამას ჩამოართმევს და 20 კობახიძეს, გამოდის, არჩევნებში 80%-ს ესენი აიღებენ, 20%-ს „ქართული ოცნება” აიღებს!
ახლა ხვდებით, რატომ ეჯაჯგურებიან ქუჩაში ყველა გამვლელსა და ბაზარში ყველა შემსვლელს? პროცენტებს აგროვებენ, თან იღებენ, თან ითვლიან, 27 ოქტომბერს გამოვლენ და იტყვიან, ამდენი და ამდენი ჩაგვეხუტა, ამდენმა და ამდენმა ხელი ჩამოგვართვა, ამდენმა და ამდენმა გაგვიცინა, დავითვალეთ, 80% უნდა გამოსულიყო და არ გამოვიდა, ესე იგი გაყალბდაო.
ხედავთ თქვენა, როგორი „ხიტრული” ტექნიკა აქვთ?
ახლა ამ ბრიყვმა იცის, რომ კობახიძე ამასთან ერთად ქუჩაში გამსვლელი არ არი და უბერავს, როგორც ზემოდან უცხოპლანეტელები კარნახობენ. ამათ, ყველას, თავიანთი უცხოპლანეტელები ჰყავთ თავებში და როგორც ისინი ეუბნებიან, ისე ლაპარაკობენ. აბა, ეს იცოდით? ნეტავ, საიდან უნდა გცოდნოდათ? თქვენ მარტო პეპლების შესახებ იცოდით, ახლა კი კარტები გაგიხსენით.
ჰაიმეეეეე!
კობახიძე გამოვიდეს ქუჩაში და ვნახავთ, ვის მეტი ადამიანი ჩამოართმევს ხელსო. ეგეთ რაღაცას ქვიშაში ამოგანგლული ყმაწვილებიც არ იტყვიან!” – წერს გელა ზედელაშვილი.