left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს!

„ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება ჯერჯერობით მშვიდ გარემოში. ასეთია დღევანდელი ვითარება, თუმცა რისკები არსებობს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

მისი თქმით, ამ განცხადების საფუძველს მმართველ გუნდს წარსული გამოცდილება აძლევს, რადგან ყოველ ჯერზე რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას.

„ამ ეტაპზე არჩევნები წარიმართება ჯერჯერობით მშვიდ გარემოში. ასეთია დღევანდელი ვითარება, თუმცა რისკები არსებობს და ამ რისკებზე გავამახვილეთ ჩვენ ყურადღება. ამ რისკებზე საუბრის საფუძველს გვაძლევს სხვადასხვა გარემოება. მათ შორის წარსული გამოცდილება. გახსოვთ, რომ ყოველ ჯერზე რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა და აღწევდა პრინციპში საარჩევნო გარემოს რადიკალიზაციას. ეს იყო ყოველთვის მათი დღის წესრიგი და აქედან გამომდინარე, დღესაც არ გვაქვს განსხვავებული მოლოდინი. გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო დიდი ფასი აქვს ამ არჩევნებს, ვიდრე ჰქონდა თუნდაც წინა არჩევნებს. მოტივაცია მათ მხარეს, რომ მოახდინონ არჩევნების რადიკალიზაცია და გარემოს რადიკალიზაცია, არის კიდევ უფრო მაღალი. ეს რისკები არსებობს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ