გივი მიქანაძე: რადიკალებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აგებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს
“რადიკალებმა ძალიან კარგად იციან, რომ პირწმინდად აგებენ 26 ოქტომბრის არჩევნებს”, – ამის შესახებ გივი მიქანაძე აცხადებს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი დასტურია ინფორმაცია, რომელიც ეკა გიგაურისა და ახალგაზრდების შეხვედრის შესახებ გავრცელდა.
„ვიცით, რომ ეკა გიგაური ესაუბრებოდა ახალგაზრდებს დახურულ სივრცეში იმის თაობაზე, რომ არჩევნები წაგებულია და აუცილებლად უნდა მოემზადონ საპროტესტო აქციებისთვის. მათი მხრიდან იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმის მცდელობები, რომ განავითარონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები“, – მიიჩნევს მიქანაძე.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების იმედი არ აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ ისეთი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს.