დავით მათიკაშვილი: ნურავის წაუცდება ხელი და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელების მიზნით, ნუ შეეცდება დავალების შესრულების ჭრილში რაიმე კრიმინალური ქმედების ჩადენას
პრემიერ-მინისტრის განცხადებებს წინასაარჩევნო საფრთხეებთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აფასებენ და ამბობენ, რომ რადიკალური ოპოზიციისგან პროვოკაციული ქმედებები უცხო არ იქნება
„ვიცით, რომ უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის მიმართ შესაძლო ტერაქტის განხორციელების ფაქტზე. ყველა მიმართულებით სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურები მზად არიან, რომ დაიცვან ჩვენი საზოგადოება მსგავსი რადიკალიზაციისგან და ნურავის წაუცდება ხელი და საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების განხორციელების მიზნით ნუ შეეცდება დავალების შესრულების ჭრილში რაიმე მსგავსი რადიკალიზმის და კრიმინალური ქმედების ჩადენას“, – აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.
ირაკლი კობახიძის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების მოგების იმედი არ აქვს და არჩევნების შემდეგ ვითარების ასარევად ემზადება. მთავრობის მეთაურის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალურ ოპოზიციაში აქტიურად მსჯელობენ ისეთი სცენარის ხელოვნურად განვითარებაზე, რომელსაც საზოგადოების მღელვარება შეიძლება მოჰყვეს.