leaderboard_below_slide
left_sabechdi

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილედ ლერი ბარნაბიშვილი დაინიშნა.

დღემდე ლერი ბარნაბიშვილი მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მას ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის,  2015-2020 წლებში ეკავა ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

ასევე იხილეთ