leaderboard_below_slide
left_sabechdi

თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური და კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 10 კილოგრამი ბუნებრივი თმის პროდუქცია აღმოაჩინეს, რომელიც რამდენიმე ათეულ შეკვრად, ცალ-ცალკე იყო აცმული.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 24344,98 ლარი შეადგინა.

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ასევე იხილეთ