ქალაქ კასპში, ომარ კელაპტრიშვილის სახელობის კულტურის ცენტრის შენობის სახურავის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის ცენტრში შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე ჩაატარა, რომელმაც სამუშაო და სამეცადინო პირობების გაუმჯობესება უზრუნველყო.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ნიუ სითი“ ახორციელებს.