როლანდ ნუცუბიძე ერმილე გიგიაძესთან დაპირისპირებაზე: დავინახე, რომ ხალხი გამოდის და რაღაც ფურცლები უჭირავთ ხელში, ზოგს პლუსი აქვს გაკეთებული, ზოგს – მინუსი, რა დროს ეგ არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ მეთქი
როლანდ ნუცუბიძე, რომელთან დაპირისპირების შემდეგაც „ქართული ოცნების“ წევრი ერმილე გიგიაძე გარდაიცვალა, აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„დავინახე, რომ ხალხი გამოდის და რაღაც ფურცლები უჭირავთ ხელში, ზოგს პლუსი აქვს გაკეთებული, ზოგს – მინუსი. რა დროს ეგ არის, ყანაა, ვენახია, იმას მიხედეთ მეთქი. ამ დროს, რას ჰქვია, შენ ეგ თქვიო. შენ გვარამიას აძლევ ხმასო? არ ვაძლევ არავის ხმას და ვუთხარი, საქართველოს მოქალაქეც არ ვარ მეთქი. ამერიკის მოქალაქის პირადობის მოწმობა ვაჩვენე, ამერიკის მოქალაქე ვარ მეთქი. ეგეთი არ მომხდარა არაფერი, ეგ ტყუილი ინფორმაციაა“, – განაცხადა როლანდ ნუცუბიძემ.
წყალტუბოში, ოპოზიციის აქტივისტმა როლანდ ნუცუბიძემ „ქართული ოცნების“ წევრს, ერმილე გიგიაძეს სოფელ გეგუთში კარდაკარის მიმდინარეობისას მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გიგიაძე ადგილზე გარდაიცვალა.