არჩილ თალაკვაძე: “ისფედი” ვერ იქნება არჩევნებზე დამკვირვებელი ორანიზაცია, ის არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და იმ ხაზის გამტარებელი ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ინტერესებშია
“ისფედი” ვერ იქნება არჩევნებზე დამკვირვებელი ორგანიზაცია. ის არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და იმ ხაზის გამტარებელი ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც რადიკალური ოპოზიციის ინტერესებში არის”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, „ისფედის“ მოქმედებებმა წინა არჩევნებში, როდესაც ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, დაადასტურა, რომ ის წარმოადგენს მხარეს.
„სამწუხაროდ, სწორედ ეს დაადასტურა ამ ორგანიზაციის მოქმედებებმა წინა არჩევნებში. ბუნებრივია, ეს ახსოვს საზოგადოებას, ეს გვახსოვს ჩვენ ამიტომ მათი განცხადებები, მათი შეფასებები არის მხარის შეფასებები და არა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანიზაციის დასკვნა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.