leaderboard_below_slide
left_sabechdi

ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი პარიზის პარალიმპიადის ფინალშია

პარიზის პარალიმპიადის ფინალში იასპარეზებს ქართველი პარაძიუდოისტი ზურაბ ზურაბიანი (60კგ, კატეგორია J2).

ნახევარფინალში მან ალჟირელი იშაკ ოლდკუიდერი იპონით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალში ქართველი პარასპორტსმენი უზბეკ შერზოდ ნამაზოვს დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი დღეს 18:00 საათიდან გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ზურაბ ზურაბიანმა ჩილელ იოხან ერერას სძლია. ქართველი პარაძიუდოისტი მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი და ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ის პარალიმპიადაზე მეორედ ასპარეზობს.

ამ დროისთვის საქართველოს პარალიმპიადის ოთხი მედალი აქვს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. პარიზში ჩემპიონობა პარამძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ იზეიმა, ვერცხლის მედალი პარამსროლელმა ლადო ჭინჭარაულმა მოიპოვა, ბრინჯაოსმედალოსნები კი ეტლით მოფარიკავე ნინა თიბილაშვილი და 19 წლის პარატაეკვონდოისტი ანა ჯაფარიძე გახდნენ.

ასევე იხილეთ