leaderboard_below_slide
left_sabechdi

გივი მიქანაძე: არ ვზღუდავთ ან რაიმე ფორმით ვლახავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას, გამოხატვის იქნება ეს თუ რაიმე ფორმით მისი უფლებრივი შეზღუდვა, საუბარია იმაზე, უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა უმრავლესობაზე

????????????????????????????????????

“არ ვზღუდავთ ან რაიმე ფორმით ვლახავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას, გამოხატვის იქნება ეს თუ რაიმე ფორმით მისი უფლებრივი შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა უმრავლესობაზე პროპაგანდის მეშვეობით”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადებაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო პაკეტი უმცირესობის უფლებას არ ზღუდავს.

„კარგად არის ცნობილი, რომ ამ ინიციატივის განხილვას ჰქონდა ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილიდან ლეგიტიმაცია. ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს ის გარემოება, რომ საქართველო და ქართული ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერაა არჩეული, პირველ რიგში აქცენტს აკეთებს იმაზე, თუ რა არის ღირებული ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის.

არ ვზღუდავთ, ან რაიმე ფორმით ვლახავთ ნებისმიერი ადამიანის უფლებას, გამოხატვის იქნება ეს თუ რაიმე ფორმით მისი უფლებრივი შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ უმცირესობამ არ უნდა მოახდინოს საკუთარი ინტერესების თავს მოხვევა პროპაგანდის მეშვეობით უმრავლესობაზე“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ევროკავშირის წარმომადგენლობამ ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერის განცხადება გაავრცელა, სადაც ხელისუფლების მიმართ მოწოდებაა, რომ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართულ საკანონმდებლო პაკეტს გადახედონ.

 

ასევე იხილეთ