ილია თოფურია 21 მარტს თბილისში საქართველო-ლუქსემბურგის მატჩს დაესწრება – ეს თავად სპორტსმენმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
თუმცა, წარადგენს თუ არა თოფურია მატჩის დაწყებამდე ჩემპიონის ქამარს (ამისათვის UFC-ის ნებართვაა საჭირო), ჯერჯერობით, უცნობია – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
27 წლის ილია თოფურიამ 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრე ვოლკანოვსკი დაამარცხა და UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა.