leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი ქადაგიშვილი გეგიაძის გარდაცვალებაზე: მძიმე ფაქტია, რომელიც ყველასათვის, შეიძლება, გამოფხიზლების, ზარის და განგაშის მომტანი უნდა იყოს

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გამოვთქვამ მწუხარებას და სამძიმარს ვეუბნები გარდაცვლილის ოჯახს, მის მეგობრებს”, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების” აქტივისტის ერმილე გიგიაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით,რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი მძიმე ფაქტია, მძიმე ინციდენტია, რომელიც ყველასათვის გარკვეულწილად შეიძლება გამოფხიზლების, ზარის და განგაშის მომტანი უნდა იყოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ, როდესაც არგუმენტი არ გყოფნის, ცდილობ შენი ოპონენტი შენგან განსხვავებულ აზრზე მყოფი ადამიანი დააბულინგო მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, შეურაცხმყოფელ მდგომარეობაში ჩააგდო, მის ოჯახს შეეხო, მის ღირსებას შეეხო და ამით, ასე ვთქვათ, დაჩაგრო მისი სამოქალაქო თუ სხვა პოზიცია, სწორედ ამას მივყავართ ჩვენ ასეთ მდგომარეობამდე.

რაც ყველაზე უფრო მძიმეა ამ შემთხვევაში, შეიძლება ეს ერთი ადამიანის, ვიღაცის კონკრეტულ ფსიქოლოგიურ პორტრეტს დააბრალო, რომ მას აქვს ასეთი განწყობა და ასეთია ეს ადამიანი, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ამის წახალისება ხდება, ამის, რომ იტყვიან რეკლამირება ხდება და ამის განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, გარკვეულ მოდად ქცევა ხდება.

მთელი ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად სწორედ ეს იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა ე.წ. „პროევროპული“ არასამთავრობო, პერსონებისა თუ პოლიტიკური პარტიებისა, რომ მაქსიმალურად ყველა ადამიანი, ყველა პოლიტიკური ძალა, ვისთანაც მათ საგნობრივი კამათი არ შეეძლოთ, ჩამოეკიდათ მასზე „ლებელი”, რომ ხარ რუსი, რუსული და გამომდინარე აქედან, რუსეთის აგრესიის ფონზე უკრაინაში, ეთქვათ, რომ თქვენ იმსახურებთ კეფაში ტყვიას და ყველაფერს იმას, რაც ომის დროს, ფრონტის ხაზზე, დაპირისპირებულმა ძალებმა ერთმანეთს, ასე ვთქვათ, აკადრონ“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ასევე იხილეთ