დღეს ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში დაიწყო.
საქართველოს ნაკრებიდან პირველ საშეჯიბრო დღეს ოთხი ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლის მოპოვება მხოლოდ ნინო ლოლაძემ (57 კგ) შეძლო.
19 წლის ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ფიდან ალიზადასთან იპონით წააგო. ლოლაძემ საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი მედალი მოუტანა.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა თორნიკე მოსიაშვილს (66 კგ), მაგრამ იგი რეპეშაჟში დამარცხდა.
6 სექტემბერს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.