leaderboard_below_slide
left_sabechdi

რუმინეთმა უკრაინას Patriot სისტემა აჩუქა

რუმინეთმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩუქა. შესაბამისი განკარგულება, პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა რუმინეთს მადლობა გადაუხადა ამ დახმარებისთვის.

„მადლობა Patriot-ისთვის“, – დაწერა მან Telegram-ზე.

როგორც UNIAN წერს, მანამდე, რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას შესაძლებელს ხდიდა.

ასევე იხილეთ