leaderboard_below_slide
left_sabechdi

რიკარდო კაკა: მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას თბილისში, მილანისა და საქართველოს ლეგენდების მატჩზე

„მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი რიკარდო კაკა გულშემატკივარს ლეგენდების მატჩზე დასწრებისკენ მოუწოდებს.

„მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას 21 სექტემბერს თბილისში, მილანისა და საქართველოს ლეგენდების მატჩზე“, – აღნიშნა ფეხბურთელმა ვიდეომიმართვაში.

21 სექტემბერს თბილისი საქართველოს ნაკრებისა და „მილანის“ ლეგენდების მატჩს უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია. თითოეულ მსურველს, მატჩზე დასასწრები, მაქსიმუმ, ორი ბილეთის შეძენა შეუძლია. ამხანაგური მატჩის ორგანიზატორი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და თბილისის მერიაა.

ასევე იხილეთ