„აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თანაგუნდელებთან შეხვედრა მისთვის დიდი ბედნიერებაა.
„თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე. თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ ის, რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები“, – წერს გიორგი ქოჩორაშვილი.
შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშების ფარგლებში, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.