leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა წულუკიანი ლაშა ბაქრაძეზე: პარტიაში როცა შედიხარ და სახეობაზე გაქვს პრეტენზია, სანამ ტრიბუნაზე დადგები, ნაბიჯებია გასავლელი

„ბატონი ლაშა სულ ორი თვეა, რაც პოლიტიკაში შემოვიდა და მან ორ თვეში მოახერხა, რომ დაიწყო საკუთარი თავის მოკვლა”, – ასე აფასებს კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გადაცემა „იმედი LIVE“-ში ლაშა ბაქრაძის განცხადებას.

„როცა ლაშა ბაქრაძე წარადგინეს, „ვივამედში“ მყოფმა კრიმინალმა გვამცნო, რომ მასზე იმედებს ამყარებდა. ამ პოლიტიკური ძალისთვის დასანანი უნდა იყოს, რომ ასეთმა ახალმა სახემ, სულ ორ თვეში, პოლიტიკურად დიდი დარტყმა მიაყენა მათ, რადგან მათვე დაუშვეს შეცდომა, რომ სრულიად გამოუცდელი ადამიანი შეაგდეს ტატამზე.

გულწრფელად ვამბობ, თუ ბატონი ლაშა მოისურვებს, მიუხედავად იმისა, რა იქნება დისციპლინური პროცედურის შედეგი, მინდა, მას შევხვდე და ერთი-ორი ჩემი პოლიტიკური რჩევა მივცე. მგონია, რომ პარტიაში როცა შედიხარ და სახეობაზე გაქვს პრეტენზია, სანამ ტრიბუნაზე დადგები და ლიდერად მოგვევლინები, ნაბიჯებია გასავლელი“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ლაშა ბაქრაძემ სიტყვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეურაცხყოფა მიაყენა. „არჩევანი არის ძალიან მარტივი გასაკეთებელი, მით უმეტეს, როდესაც შეხედავთ, როგორი ქალები დგანან ჩვენ გვერდით… აი, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ ჩვენ და არა ბოდიშით და, იმ „ნახმარ სახეებს“, – თქვა ბაქრაძემ.

ასევე იხილეთ