left_sabechdi

ტრამპის თქმით, მისი გამარჯვების შემთხვევაში, სასწავლებლები, სადაც ანტისემიტური პროპაგანდა იქნება, აკრედიტაციას დაკარგავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა „რესპუბლიკური“ პარტიიდან დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ის ამერიკული სასწავლებლები, სადაც ანტისემიტური პროპაგანდა არ შეწყდება, აკრედიტაციას დაკარგავენ.

„კოლეჯებმა უნდა დაასრულონ ანტისემიტური პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი აკრედიტაციასა და ფედერალურ მხარდაჭერას დაკარგავენ“, – თქვა ტრამპმა ლას ვეგასში ებრაელ დონორებთან შეხვედრის დროს.

გაზაფხულზე ამერიკაში რამდენიმე სასწავლებლის კამპუსში საპროტესტო აქციები გაიმართა. სტუდენტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ისრაელის მიერ ღაზის სექტორში წარმოებული სამხედრო კამპანიის გამო. ისინი მოითხოვდნენ, რომ სასწავლო დაწესებულებებს ისრაელის მხარდამჭერ კომპანიებთან თანამშრომლობა შეეწყვიტათ.

„რესპუბლიკელები“ თვლიან, რომ პროტესტი ნათლად აჩვენებს, რომ ზოგიერთი „დემოკრატი“ ანტისემიტია, რომელიც ქაოსს უჭერს მხარს. პროტესტში მონაწილე ჯგუფები კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება უსამართლოდ ნათლავს მათ მიტინგებს ანტისემიტურად.

ასევე იხილეთ