ფრანგულმა ლიონმა დავით ნინიაშვილის მიერ ოიონასთან დადებული ლელო თებერვლის საუკეთესო ლელოდ დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების 21 წლის მორაგბეს გასულ თვეს ოიონასთან მართლაც გამორჩეული მატჩი ჰქონდა.
ნინიაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მეტოქეებს 10-ჯერ გაცდა, 4 ბოჭვა შეასრულა, ბურთის წაღება 20-ჯერ მოახერხა, მისი 2 ლელოდან კი განსაკუთრებით ლამაზი პირველი იყო.
დავითმა შეტევა თითქმის საკუთარ 22-მეტრიანი ხაზიდან წამოიწყო, რამდენიმე მეტოქეს გაცდა, ბურთი თანაგუნდელთან გაითამაშა და იერიში თავადვე დააგვირგვინა.
ოიონასთან მატჩი საფრანგეთის TOP 14-ის მე-16 ტურის ეგიდით შედგა და მაშინ ნინიაშვილი ტურის საუკეთესო მორაგბედაც დაასახელეს.
𝙇'𝙚𝙨𝙨𝙖𝙞 𝙙𝙪 𝙢𝙤𝙞𝙨 𝙙𝙚 𝙁𝙚́𝙫𝙧𝙞𝙚𝙧 𝙗𝙮 𝙞𝙢𝙥𝙡𝙞𝙙 🏉
Vous avez élu Davit Niniashvili pour le plus bel essai du mois de Février. Rendez-vous le mois prochain pour la prochaine élection !#LaForceDuLOU#LaMeute pic.twitter.com/y2LhMqidzK
— LOU Rugby (@LeLOURugby) March 5, 2024