left_sabechdi

ნაპოლისთან თამაშის წინ ბარსელონას 2 ფეხბურთელი გამოაკლდა

ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლის 12 მარტს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ბარსელონასთან განმეორებითი მატჩი ელის და როგორც სჩანს, ესპანური კლუბი ამ თამაშს 2 უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის გარეშე ჩაატარებს.

ბარსასთვის დანავსული ლა ლიგის ბოლო ტური გამოდგა, რომელშიც ბილბაოს ატლეტიკს უგოლოდ დაშორდა, ტრავმების გამო კი, ფრენკი დე იონგი და პედრი გამოაკლდა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, დე იონგს ბარძაყის კუნთი აქვს ნატკენი და 3-4 კვირას გამოტოვებს, ხოლო პედრი, რომელსაც კოჭის მყესები აქვს დაზიანებული, მინდორზე გასვლას 5-6 კვირა ვერ შესძლებს.

ამგვარად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ პედრი 21 აპრილს მადრიდის რეალთან თამაშსაც დააკლდება.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლიმ ბარსელონასთან საშინაო მატჩი 1:1 დაასრულა.

ასევე იხილეთ