leaderboard_below_slide
left_sabechdi

ვოლფგანგ ჰერმანი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ადგილია ქვეყნის საუკეთესო, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უნიკალური ადგილია ქვეყნის საუკეთესო, ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის. ჩემთვის პატივია, რომ ვიმყოფებოდე აქ. პატივია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს წარმოადგენენ ასეთი ღვაწლმოსილი და პატივსაცემი ადამიანები“, – განაცხადა მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ემერიტუს პრეზიდენტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტმა პროფესორმა ვოლფგანგ ა. ჰერმანმა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაზე ვოლფგანგ ჰერმანმა KIU-ს დაარსების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„მომავალში კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ჩვენ ახლა ვსახავთ გეგმებს და გაფართოების პროცესში ვართ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება მედიცინა და ამ სფეროში ახალი ტექნოლოგების გამოყენება. კერძოდ, უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდება ადრონული თერაპიის ცენტრი, რომელიც მომავალში მოემსახურება კავკასიის მთელ რეგიონს და იქნება მიმზიდველი, როგორც ევროპული, ასევე, მსოფლიოს საზოგადოებისთვის.

ინტერნაციონალიზაცია, ინტერდისციპლინარულობა და დიდი სულისკვეთება იყო, რამაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმატებული გახადა.

ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მედიცინა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში. ამაში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან.

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და გერმანიის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება და კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. გქონდეთ ამის იმედი!

საქართველოს მსურს, ვუსურვო მშვიდობიანი მომავალი. ეს შესანიშნავი ქვეყანა მართლაც მნიშვნელოვანია ევროპისთვის. იმედი მაქვს, რომ თქვენ მალე ევროკავშირის წევრი გახდებით, – განაცხადა ვოლფგანგ ჰერმანმა.

ასევე იხილეთ