left_sabechdi

შალვა პაპუაშვილი: სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესთაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრების ვიზიტს ეხმიანება და წერს, სტუმარი რომ სახლში შემოგივა და არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

პაპუაშვილი ასევე, მადლობას უხდის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესთაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა.

„სტუმარი რომ სახლში შემოგივა, შენს სახლში ხალხს რანგებად დაგიხარისხებს და მერე არჩევას დაიწყებს, ვისთან ეკადრება საუბარი და ვისთან არა, მაგ დროს უნდა მიხვდე, რომ ეს ის ევროპა არაა, რომლის თანაშემოქმედებიც ქართველები ვართ.

მადლობა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკა სამხარაძეს, რომ ბუნდესთაგის, მასზე რანგით დაბალ წევრებს შეხვდა,” – წერს შალვა პაპუაშვილი.

ასევე იხილეთ