საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ხვალინდელ მატჩთან დაკავშირებით Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს.
როგორც 23 წლის ფეხბურთელი წერს, ეროვნული ნაკრებისთვის ახალი ეტაპი იწყება, რომელსაც განახლებული ძალებითა და მოტივაციით ხვდებიან.
„ხვალ ერთა ლიგის ჩვენს დივიზიონში პირველ მატჩს გავმართავთ! ვიწყებთ ახალ ეტაპს, განახლებული ენერგიებით, ძალებით და მოტივაციით“, – წერს კვარაცხელია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, უეფას ერთა ლიგის 2024/25 წლის სეზონის გათამაშების ფარგლებში, 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება.