left_sabechdi

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსი: სამხედროები ფოკუსირებულნი არიან „ჰეზბოლასთან“ ბრძოლაზე

ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰალევიმ განაცხადა, რომ სამხედროები ფოკუსირებულნი არიან „ჰეზბოლასთან“ ბრძოლაზე და ლიბანში ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ შეტევით მოქმედებებს ამზადებენ.

„ისრაელის თავდაცვითი ძალები ფოკუსირებულნი არიან „ჰეზბოლასთან“ ბრძოლაზე. მე ვფიქრობ, რომ ბოლო თვეში თავდასხმების რაოდენობა, განადგურებული რაკეტები, განადგურებული ინფრასტრუქტურა, ძალიან დიდია“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვითი ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.

„ჩრდილოეთის სარდლობა, ისრაელის თავდაცვითი ძალების მთელი შესაძლებლობებით, უტევს „ჰეზბოლას“ ბევრ შესაძლებლობებს ლიბანის შიგნით, სანამ ისინი თავს დაესხმებიან ისრაელს და ამავდროულად ჩვენ ასევე ვამზადებთ შეტევით მოქმედებებს [ლიბანის] ტერიტორიაზე“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ