left_sabechdi

საბა გოგლიჩიძე ნაკრებში მოხვედრაზე: მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, ცოტა გაოცებულიც, რაც ბოლო ერთ დღეში ჩემს ცხოვრებაში მოხდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების დებიუტანტმა ფეხბურთელმა, საბა გოგლიჩიძემ ერთა ლიგის მატჩების გამართვის წინ თავის ემოციებზე ისაუბრა.

„მიხარია და ძალიან ბედნიერი ვარ, ცოტა გაოცებულიც, რაც ბოლო ერთ დღეში ჩემს ცხოვრებაში მოხდა, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი წინაა და მეტის და მეტის იმედი მაქვს“, – აღნიშნა საბა გოგლიჩიძემ.

გოგლიჩიძესთან ერთად, ეროვნულ ნაკრებში დებიუტანტები არიან: ლუკა გადრანი და შოთა ნონიკაშვილი.

სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს კი, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.

ასევე იხილეთ