leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ნოზაძე: დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის

“ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის”, – წერს სოციალურ ქსელში მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე.

იგი გაწეული მხარდაჭერისთვის პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს მადლობას უხდის.

„მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შსს-სა და ჯანდაცვის მინისტრებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. არხოტში მომხდარ სამწუხარო შემთხვევასთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიწოდებისთანავე, პირადად მათი ჩართულობის შედეგად, ყველა შესაბამისმა დანაყოფმა ოპერატიულად განახორციელა სათანადო ღონისძიებები.

ამ დროისთვის დაშავებული მოზარდი არხოტიდან თბილისში უკვე გადაყვანილია, მას შესაბამისი კვლევები უტარდება და სათანადო სამედიცინო მკურნალობას გადის“, – წერს დავით ნოზაძე.

 

ასევე იხილეთ