გიორგი კალანდარიშვილი: საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, სამზადისის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება
“საარჩევნო ადმინისტრაცია, არჩევნებთან დაკავშირებით, სამზადისის ახალ ეტაპზე გადავიდა, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლავთ საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტება. ეს არიან ადამიანები, რომლებიც კენჭისყრის დღეს მოემსახურებიან ამომრჩევლებს”, – განაცხადა „ქრონიკაში“ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა.
„ყოველი არჩევნების წინ გარკვეული ტენდენციები იკვეთება და ეს ტენდენციები საკანონმდებლო დონეზე გარკვეულწილად არის მოწესრიგებული, მოგვარებული. მაგალითად: წინა არჩევნებზე იყო ასეთი ტენდენცია, რომ თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ უნდა ყოფილიყვნენ პარტიის მიერ დანიშნულები რაც შემდეგ კანონმდებელმა გაითვალისწინა და ბოლო საერთო არჩევნებზე თუ მათ უფიქსირდებოდათ პარტიული საქმიანობა მათ შეეზღუდათ.
საკანონმდებლო დონეზე ისეთი ფილტრი დაწესდა, რომელიც დღეს უნიკალურია იმდაგვარად, რომ არ ტოვებს სივრცეს მანიპულაციისთვის. მიუხედავად ჩვენი თეორიული თუ პრაქტიკული დაშვებების ჭრილში, ჩვენ კვლავ ვნახეთ თურმე ის, რომ პირი არის კვალიფიციური, ის, რომ პირს რამდენიმე არჩევნების ფარგლებში ჰქონია საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობის გამოცდილება, ის, რომ მასწავლებლები, სხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები ამ პროცესში მონაწილეობას რომ იღებენ, თურმე ეს არის პრობლემა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.