გიორგი მამარდაშვილი: ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულდება და ახლა იწყება ყველაფერი
“ახლა ვიწყებთ, ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულდება და ახლა იწყება ყველაფერი”, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ჩეხეთთან თამაშის მოგების შემდეგ განაცხადა.
„ჩემი აზრით, ახლა ვიწყებთ ახალი რაღაცების პოვნას და განვითარებას. ევროპის ჩემპიონატი იყო გარდამტეხი, რაც გვეხმარება განვითარებაში თითოეულ ფეხბურთელს და გუნდს. ასე რომ, ახლა ვიწყებთ და ბევრი რაღაც გვაქვს წინ, ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი დასრულდება და ახლა იწყება ყველაფერი“, – განაცხადა მამარდაშვილმა.
მან გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა.
„როცა საქართველოში ვთამაშობთ, ყოველთვის განსაკუთრებული თამაშებია“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მეკარემ.