გურამ კაშია: ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით – დღეს დავინახე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები
“დღეს დავინახე ფეხბურთელები, რომლებიც არიან უკვე ჩამოყალიბებული ფეხბურთელები და მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები გვყავს”, – განაცხადა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ ჩეხეთთან მატჩის შემდეგ.
„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმ წარმატების შემდეგ როგორ ვითამაშებდით დღეს, მეშინოდა რომ ზედმეტი თავდაჯერებულობა გვექნებოდა“, – აღნიშნა გურამ კაშიამ.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1