კულტურის და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც საქართველო-ჩეხეთის მატჩს პირადად დაესწრო, ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
„ყველას მინდა ეს დიდი გამარჯვება მოგილოცოთ. შესანიშნავი, ლამაზი მატჩი აჩვენეს ჩვენმა ფეხბურთელებმა, ეროვნულმა ნაკრებმა დღეს თბილისში. ისეთი ანგარიშით დავასრულეთ ეს მატჩი, რომელსაც ცოტა თუ მოელოდა, მაგრამ ყველა იმედოვნებდა. მინდა 10 სექტემბერს ალბანეთში, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს კიდევ უფრო დიდი გამარჯვება ვუსურვო“, – აღნიშნა წულუკიანმა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის 2024-25 წლის სეზონის გათამაშების პირველი მატჩი გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს უმასპინძლეს და მეტოქე ანგარიშით 4:1 დაამარცხეს.