leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი იონათამიშვილი: მე ვფიქრობ, რომ ეს პარალიმპიური თამაშები, რომლებიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის მოტივაცია იქნება

“დღე არ გავა, რომ ჩვენ მედალი არ მოვიპოვოთ და ეს შედეგი რეკორდულია, ვინაიდან ჩვენ აქამდე მხოლოდ 4 მედალი გვქონდა ისტორიაში, ახლა კი უკვე 8 მედალი გვაქვს”, – განაცხადა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა.

„ეს არ არის ყველაფერი, ჯერ ჩვენი სიტყვა პარალიმპიადა 2024-ზე ბოლომდე არ გვითქვამს. მე ვფიქრობ, რომ ეს პარაოლიმპიური თამაშები, რომლებიც შევიდა საქართველოს სპორტის ისტორიაში, იქნება მოტივაცია ახალგაზრდა შშმ ადამიანებისთვის. საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი და მოძრაობა არის ერთი ოჯახი და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით ორიენტირებული ხვალინდელ დღეზე“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

პარიზის პარალიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველომ ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ასევე იხილეთ