გურამ კაშიამ და ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს ჩეხეთთან მოგებულ შეხვედრაზე – საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბედნიერია, რომ ევრო 2024-ის შემდეგ პირველივე შეხვედრაში „ჯვაროსნები“ ქართველი გულშემატკივრები გაახარეს.
„ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ყოველთვის, რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის“, – ამბობს გურამ კაშია.