leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა მოლდოვა დაამარცხა

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში მოლდოვას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გიორგი ჩიტაურის გუნდი 45+1-ე წუთზე თენგიზ ნებულიშვილმა დააწინაურა, რომელმაც მეორე ტაიმში (52-ე წუთზე) დუბლი შეასრულა და ჩვენი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მოლდოველებმა 55-ე წუთზე ბოგდან როშკას ზუსტი დარტყმით სხვაობა მინიმალურამდე შეამცირეს. თუმცა, 90+3-ე წუთზე გლიბ კატკოვმა ქართველი 17-წლამდელების ორბურთიანი სხვაობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

საქართველოს 17-წლამდე გუნდი მოლდოვას მეორედაც დაუპირისპირდება. 10 სექტემბერს, 18:00 საათზე მატჩი ისევ „პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.

ასევე იხილეთ