leaderboard_below_slide
left_sabechdi

როდის არის საჭირო მხრების ქამარი?

მხრების ქამარი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტია. პაციენტები მათ სხვადასხვა პრობლემის გამო ატარებენ. მხრების ქამარს, ძირითადად, მხრებში გასაშლელად, სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მისი მსუბუქი ფორმის მკურნალობის პროცესში იყენებენ. განსხვავდება ფუნქციით, ქსოვილით, სტრუქტურითა და სამედიცინო დანიშნულებით. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ზურგ-დამჭერი – ელასტიური ბამბის მასალისგან დამზადებული კორსეტია, რომელიც ეხმარება პაციენტს მხრების განზიდვაში და აფიქსირებს ხერხემალს ანატომიურ მდგომარეობაში. მას აქვს პლასტმასის ჩანართები და ასევე სპეციალური ბალიშები იღლიის მიდამოში, რათა ავიცილოთ კანის გაღიზიანება და მექანიკური დაზიანება. ზურგ-დამჭერი გამოიყენება სქოლიოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.
  • მხრების ქამარი – არის მარტივი კორსეტი, რომელიც დამზადებულია ჰაერგამტარი ნეოპრინის მასალისგან. მისი დანიშნულება არის მხრების განზიდვა და გამოიყენება შედარებით მსუბუქი პრობლემის დროს. მხრების ქამარი ასევე გამოიყენება ლავიწის ძვლის მოტეხილობისას.
  • მხრის სამაგრი – გამოიყენება მხრის ქრონიკული დაავადების, ბურსიტისა და ფიზიკური აქტივობის დროს. ის იცავს მხრის სახსარს დაზიანებისგან და უზრუნველყოფს სითბოს შენარჩუნებას.
  • მხრის ბანდაჟი – ინიშნება მხრისა და ბეჭის ძვლის მოტეხილობის, მხრის ამოვარდნილობის, დისლოკაციისა და რბილი ქსოვილების დაზიანების დროს. ბანდაჟი უზრუნველყოფს მხრის ზედა ნაწილისა და მკლავის საიმედო ფიქსაციას, რაც რეაბილიტაციის პროცესისთვის აუცილებელია.

მხრის ქამრების გამოყენების ინსტრუქცია

მხრის ქამრების გამოყენების ხანგრძლივობა არ არის დადგენილი, რადგან ეს პერიოდი ინდივიდუალურ პრობლემაზეა დამოკიდებული და მათი ტარების დროც განსხვავებულია. მხრის ქამრების გამოყენება საშუალოდ რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში შეიძლება დაგჭირდეთ. თუმცა გირჩევთ, რომ ამ საკითხზე კონსულტაცია პირად ექიმთან გაიაროთ. გაითვალისწინეთ, რომ მხრების ქამრების ტარება სქოლიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით დღეში მხოლოდ 3-4 სთ არის შესაძლებელი. არ დაგავიწყდეთ სამკურნალო ვარჯიშების შემოტანა დღის რაციონში, რათა გააძლიეროთ ზურგის კუნთები და პრობლემა უფრო მარტივად აღმოფხვრათ.

ასევე იხილეთ