ორთოპედიული პროდუქტები მოიცავს: სხეულის სხვადასხვა ნაწილის ფიქსატორებს, ორთოპედიულ ბალიშებს, წელის კორსეტებსა და ქამრებს, სუპინატორებსა და სხვ. ეს სამედიცინო საშუალებები, ძირითადად, სხვადასხვა ტრავმისა და დაზიანების დროს, საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დეფორმაციისას ან კონკრეტული დაავადების შემთხვევაში პროფილაქტიკისა და მკურნალობის პერიოდში გამოიყენება. ორთოპედიულ პროდუქტები აქტიურად გამოიყენება რეაბილიტაციისა და მკურნალობის პროცესში. კომპანია „ახალი ხედვის“ ფილიალებში, რომლებიც დედაქალაქის გარდა, საქართველოს სამ რეგიონში: გორში, ქუთაისსა და ბათუმში მდებარეობს, უმაღლესი ხარისხის ორთოპედიული პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასებშია წარმოდგენილი. მაღაზიებში ექსკლუზიური ბრენდების Sigvaris-ის, Bauerfeind-ის, Morsa Cyberg-ის, Darco-სა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების სამედიცინო ნივთებია ხელმისაწვდომი. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:
- ორთოპედიული ფიქსატორები – სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის არის განკუთვნილი. ის უდრეკი ან რბილი მასალისგან მზადდება და სახსრის მოძრაობას ნაწილობრივ ან სრულად ზღუდავს. ეს პროდუქტი განკუთვნილია სხვადასხვა ხარისხის დაზიანებისთვის და ტრავმის შემდგომი მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად. ”ახალი ხედვის“ მაღაზიებში თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ იდაყვის, მკლავის, კოჭის, მენჯ-ბარძაყის, წელის, თითის, მუხლის, ტერფისა და სხივ-მაჯის ფიქსატორები.
- ვარიკოზის სამკურნალო წინდები – ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს. კომპრესიული წინდები ფეხებში შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ხსნის. ზოგიერთი მათგანი გამოიყენება თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებად მოძრავი, მჯდომარე ან მდგომარე ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს.
- ორთოპედიული ბალიშები – თანამედროვე ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი სამედიცინო ნივთებია. ორთოპედიული ბალიშების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია, თავიდან ავირიდოთ არასწორი ჯდომით, წოლით ან მგზავრობით გამოწვეული ზურგისა და კისრის ტკივილი. გარდა ამისა, ორთოპედიული ბალიშები გამოიყენება: სუნთქვის გაძნელების, სისხლის მიმოქცევის დარღვევის, წელისა და თავის ტკივილის დროს და სხვა.
- სუპინატორები – გამოიყენება ბრტყელტერფიანობისა და ტერფის სხვა პრობლემების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით. სუპინატორები ხელს უწყობს ტერფზე დატვირთვის შემსუბუქებასა და უზრუნველყოფს კომფორტულ გადაადგილებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
კომპანია „ახალი ხედვა“ ორთოპედიულ პროდუქტებს მომხმარებლებს 2012 წლიდან სთავაზობს და არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი, რომელიც ევროპული პროდუქციის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოში.